გაკვეილის მთავარი თემა:
|
ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა
|
მასწავლებლის სახელი და გვარი:
|
ნათელა გელაშვილი
|
სწავლების საფეხური
|
VIII კლასი
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
32
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
ნივთიერების მყარი თხევადი და აირადი მდგომარეობის თვისებების მიხედვით მოსწავლემ შეძლოს განასხვაოს მყარი თხევადი და აირადი მდგომარეობები მათი თვისებებისა და ატომურ მოლეკულური სტრუქტურის მიხედვით
შედეგი -მოსწავლემ განასხვავა ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა მისი თვისებების მიხედვით.
|
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრუ-ლი მიზნები და შედეგები:
|
მოსწავლემ შეძლოს განასხვავოს მყარი, თხევადი და აირადი მდგომარეობა, მათი თვისებებისა და ატომურ-მოლეკულური სტრუქტურის მიხედვით. განუვითარდეს სააზროვნო, კომუნიკაციის უნარ-ჩვევები.
|
წინასწარი ცოდნა
|
იციან ნივთირებისა და ფიზიკური სხეულების ჩამონათვლის დახარისხება.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
შევაფასებ წინასწარ შედგენილი შეფასების რუბრიკით.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
VIII კლასის სახელმძღვანელო ფიზიკაში
ავტორები:გედენიძე, ლაზარიშვილი.
კომპიუტერი, ყინული, წყალი, კოლბა, სპირტქურა, სხვადასხვა ჭურჭელი.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
A -ფაზა
საშინაო დავალების შემოწმება
აქტივობა1 -10წთ
კომპიუტერში წინასწარ მიცემული აქვთ ვიზუალური მასალა ნივთიერებისა და ფიზიკური სხეულების. მათ დამოუკიდებლად უნდა შეძლონ დახარისხება ცხრილებში ნივთირებისა და ფიზიკური სხეულების (მუშაობა Word-ში).
B -ფაზა
აქტივობა1-15წთ
მასწავლებელი აწვდის მასალას ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობის შესახებ,ატარებს ცდებს, არგუმენტული მსჯელობით მიყავს ბავშვები ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობის ჩამოყალიბებამდე.საკითხს წარმოადგენს კოგნიტური სქემით (VUE)
აქტივობა2 -10წთ
მასწავლებელი მოსწავლეების დახმარებით ინტერაქტიურად ავსებენ სქემას, სადაც მითითებულია აგრეგატული მდგომარეობები:მყარი, თხევადი, აირადი. ბავშვები მიუწერენ თვისებებს თვითოეულს ცხრილებში (Word)
C- ფაზა
აქტივობა1 -10 წთ
მოსწავლეები ავსებენ კოგნიტურ სქემას, სადაც ფაქტს აკავშირებენ მიზეზთან.
აკეთებენ ტექსტში მოცემული საკითხების გასააზრებლად გაკვეთილის ბოლოს მოცემულ სავარჯიშოებს. მასწავლებელი აძლევს სავარჯიშოებს სახლში გასაკეთებლად.
|
|
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment